|
2017-11-14 13:49:09, 2250 ნახვა
მსოფლიო
„ვიცით რასაც აკეთებთ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევთ!“ - ტერეზა მეიმ რუსეთი გააკრიტიკა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა და საერთაშორისო წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ Ria იუწყება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუსეთი სხვა სახელმწიფოების არჩევნებში ერეოდა და დანიისა და გერმანიის თავდაცვის უწყებებზე ჰაკერულ თავდასხმებს ახორციელებდა. მანვე დასძინა, რომ კრემლის მითითებით "ინფორმაციული იარაღის" შექმნას ცდილობდნენ. ტერეზა მეი მიიჩნევს, რომ ოფიციალური მოსკოვის ქმედებები "დასავლეთში დესტაბილიზაციის მოწყობისკენ" იყო მიმართული. „ჩვენ ვიცით რასაც აკეთებთ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევთ, ვინაიდან სათანადოდ ვერ აფასებთ ჩვენი დემოკრატიის მდგრადობას“, - განაცხადა მეიმ. კრიტიკის საგნად ასევე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და დონბასში არსებული ვითარება გახდა, თუმცა საუბრის ბოლოს ბრიტანეთის პრემიერმა დასძინა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება საჭიროა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)