|
2017-11-14 12:09:01, 1910 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე ჯეჯელავა სწავლის გაგრძელებას აპირებს
საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო საქმიანობის გაგრძელებას აპირებს. შესაბამისი განცხადება ყოფილმა ვიცე-პრემიერმა განათლების სამინისტროში ჟურნალისტებთან გააკეთა, მას შემდეგ, რაც ახალ მინისტრს რამდენიმე რჩევა მისცა. ჯეჯელავას თქმით, ის ასევე სწავლის გაგრძელებას აპირებს. “მე ვაპირებ, რომ სასწავლო საქმიანობა გავაგრძელო. როგორც მოგეხსენებათ, ვასწავლიდი რამდენიმე უნივერსიტეტში, ვატარებდი ტრენინგებს. ვმუშაობდი არასამთავრობო და კერძო სექტორში, შესაბამისად ამის გაგრძელებას ვაპირებ. მე უკვე მომზადებული ვიყავი 2017 წელს სადოქტოროს გასაგრძელებლად აშშ-ში, თუმცა ამ გეგმამ ახლა ცოტა ხნით გადაიწია. ვაპირებ აუცილებლად ჩავაბარო და წავიდე აშშ-ში სადოქტოროს გასაკეთებლად“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჯეჯელავა განათლები მინისტრის პოსტზე თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტის პრორექტორმა მიხეილ ჩხენკელმა შეცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)