|
2017-11-14 09:04:32, 2129 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე მერიის საქალაქო სამსახურის უფროსების კანდიდატურებს მომდევნო დღეების განმავლობაში წარადგენს
თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე მერიის საქალაქო სამსახურების უფროსების და გამგებელების კანდიდატურებს მომდევნო დღეების განმავლობაში წარადგენს. ამის შესახებ მერმა Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა. „დღეს უკვე ვიმყოფები თბილისის მერიაში. ეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა. საკმაოდ ემოციური დღე იყო ჩემთვის. დღეს წარვადგინე მერის მოადგილეობის კანდიდატები - ადამიანები, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში, მუშაობას ჩემთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას. თქვენ იცით, რომ ქალაქთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური გეგმები და პროექტები გვაქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ საჭიროა ამისთვის ძლიერი, კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი და რაც მთავარია, პატიოსნებაა.მომდევნო დღეების განმავლობაში ვაპირებ წარვადგინო საქალაქო სამსახურის უფროსების და გამგებლების კანდიდატები. საკრებულოში დამტკიცების შემდგომ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ მუშაობა“,-განაცხადა კახა კალაძემ. მან მოსახლეობას თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)