|
2017-11-13 15:54:08, 2092 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დელეგაციის წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. ვიზიტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში შეხვედრით დაიწყება. პენტაგონში ლევან იზორიას ამერიკის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი უმასპინძლებს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, კოლეგები ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლსა და კონგრესში. კაპიტოლიუმში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წარმომადგენელთან, სენატორ ლინდსი გრეიემთან მოლაპარაკებებს გამართავს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)