22:23 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 15:23:55, 1850 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოში საერთაშორისო ფიტოსანიტარიული სტანდარტების დანერგვის და სრულყოფის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა, დაგლას ბოლიმ და ჩეხეთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, პაველ ფრელიხმა მოაწერეს. 

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში, პარტნიორ  ორგანიზაციებთან  მრავალწლიანი თანამშრომლობის და ჩართულობის მნიშვნელობა.

„დღეს არსებული გამოწვევების  და  გარემოს  გლობალური ცვლილებების ფონზე, მცენარეთა დაცვის მიმართულება  ერთ-ერთი პრიორიტეტულია,  შესაბამისად, მნიშვნელოვანია ძლიერი ფიტოსანიტარიული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც სრულად უპასუხებს საერთაშორისო სტანდარტებს და  მოთხოვნებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

საქართველოში ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემის პროექტი ოთხწლიანია და მცენარეთა  დაცვის საშუალებების რეგისტრაციის სისტემის დახვეწას, მავნე ორგანიზმების კონტროლისა და მონიტორინგის  გაუმჯობესებას ითვალისწინებს. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics