|
2017-11-13 15:22:00, 2037 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილეების ვინაობა ცნობილია
თბილისის მერის მოადგილეების ვინაობა უკვე ცნობილია. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო მოადგილეების თანამდებობას მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი დაიკავებენ. რაც შეეხება კახა კალაძის კიდევ ერთ მოადგილეს, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება, ილია ელოშვილი თბილისის მერიაში გადაინაცვლებს და მერის მოადგილის პოსტს დაიკავებს. „მე წარმოვადგინე შვიდ ძირითად პოლიტიკაში ჩაშლილი საარჩევნო პროგრამა - ქალაქის განვითარების ხედვა. სწორედ პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები იქნება ჩვენი ძირითადი სამოქმედო გეგმა. ამ მასშტაბური პროგრამის აღსრულებას, თქვენს მხარდაჭერასთან ერთად, კომპეტენტური და ენერგული ადამიანებით დაკომპლექტებული, ძლიერი გუნდი სჭირდება. ირაკლი ხმალაძე მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ჩემ გვერდით იყო. ის წლების განმავლობაში, ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა, რომელთან ერთადაც ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელდა“, - განაცხადა თბილისის მერმა. რაც შეეხება მაია ბითაძეს, კახა კალაძის თქმით, ის წლების განმავლობაში გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე და აღნიშნულ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური კადრი იყო. „მაია ბითაძე ჩემს გუნდს წინასაარჩევნოდ შემოუერთდა და ამ მოკლე დროში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სამომავლო გეგმების ფორმირებაში. მინდა მას წარმატება ვუსურვო და მჯერა, რომ ის ქალაქის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის განცხადებით, ქალაქის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე რჩება გიგა ნიკოლეიშვილი, რომელიც საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად განაგრძობს. მერის მოადგილეობის შემდეგ კანდიდატურას - ირაკლი ბენდელიანს კახა კალაძის განცხადებით, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს და ენერგეტიკის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული. მომდევნო დღეებში საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურები დასახელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)