2017-11-13 13:58:20, 1991 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა დეკემბრის ბოლომდე დასრულდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს ან იანვარში გამოუცხადებს.
„რაც შეეხება პროცედურებს და ვადებს, ეს მთავრობაზეც არის დამოკიდებული, დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შემოვა შესაბამისი კანონპროექტი მთავრობიდან პარლამენტში ინიციატივის წესით. უკვე კანონპროექტის მიღების შემდეგ, მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს უნდა წარედგინოს დასამტკიცებლად. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დეკემბრის ბოლომდე, ან იანვარში დასრულდება მთლიანად პროცედურა",-განაცხადა კობახიძემ.
ავტორი: ,