02:06 - 25 Apr, 2026
|
2017-11-13 12:49:25, 2588 ნახვა
მსოფლიო
ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 370 ადამიანი დაიღუპა - მსხვერპლი ერაყშიც ფიქსირდება (ვიდეო)
ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 370-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Presstv იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად თითქმის 4000 ადამიანი დაშავდა. როგორც სააგენტო წერს, მიწისძვრის ეპიცენტრი, ერაყის საზღვართან პროვინცია ქერმანშაჰი იყო. მისი სიმძლავრე 7.2 მაგნიტუდას შეადგენდა. რყევები თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, ლიბანში, ისრაელსა და ქუვეითშიც იგრძნობოდა. მედიის ცნობით, ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება მასობრივად შეწყდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. რაც შეეხება ერაყს, იქ მიწისძვრას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 130 დაშავდა. ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ რიცხვი გაიზარდოს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)