20:07 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 11:49:02, 2036 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ადამიანები, რომლებსაც ცვლილებები შეეხოთ, ჩვენს გუნდში რჩებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებსაც საკადრო ცვლილებები შეეხოთ, გუნდში რჩებიან.

ამასთან, პრემიერმა მათ  გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ცვლილებების არსი განმარტა:

„ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები შეეხო და რომლებიც ბუნებრივია ჩვენი გუნდის წევრებად რჩებიან, დიდ მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისთვის. რაც შეეხება სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების არსს,   ჩვენი ყველა საარჩევნო დაპირება და რეფორმა ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და სწრაფ განვითარებას. ჩვენ განვახორციელეთ არაერთი სისტემური ცვლილება, შსს-ს,  პროკურატურის,  სასამართლოს, სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმების მთავარი ორიენტირი ყოველთვის იყო და არის ადამიანი, ყველა ამ ცვლილებამ შედეგად გამოიღო ადამიანთა უფლებების მიმართულებით მიღწეული უდიდესი პროგრესი, ასევე ადამიანზე ორიენტირებული გავახადეთ ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის მიმართულებით განხორციელებული მრავალი  სახელმწიფო პროგრამა რიგით ადამიანებს ახალ შესაძლებლობას აძლევს. ამავდროულად ჩვენი ხელწერაა, რომ ცვლილებები მაქსიმალურად უმტკივნეულოდ განვახორციელოთ“,-განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ  ცვლილებები მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას ემსახურება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics