20:07 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 00:53:13, 2035 ნახვა

პოლიტიკა
ცესკოს წინასწარი მონაცემებით ექვსიდან ხუთ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მერობის არჩევნების მეორე ტურში ექვსიდან ხუთ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ, ერთში კი დამოუკიდებელი კანდიდატი. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ქუთაისში, მარტვილში, ოზურგეთში, ხაშურში, ბორჯომსა და ყაზბეგში არსებული 317 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 270 უბნის შედეგი. 

თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც მეორე ტურში არ მონაწილეობდა, თუმცა კანონის თანახმად, ბიულეტენში მისი გვარი მაინც ფიგურირებდა, ხმათა 13,36% მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ კი - 86,64%.

რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა სანდრო ყამარაულმა ხმათა 31,35% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდარმა ალექსანდრე ზაგაშვილმა - 68,65%. აღნიშნულ საარჩევნო ოლქში ათივე საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემები დათვლილია.

ასევე, ყველა, 52-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია ხაშურის საარჩევნო ოლქში. წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა ხმათა 61,31% დააგროვა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ - 38, 69%.

ბორჯომში სულ 30 საარჩევნო უბანია და წინასწარი შედეგების მიხედვით დათვლილია 21 უბნის მონაცემი. ამ უბნების მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ ხმათა 45,58% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ - 54,42%.

რაც შეეხება მარტვილს, დათლილია 39-ივე საარჩევნო უბანი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმმა მამუკა დანელიამ, რომელიც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად საარჩევნო ბიულეტენში მაინც ფიგურირებდა, ხმათა 6,96% დააგორვა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ კი - 93,04%
ოზურგეთის საარჩევნო ოლქში, 62 უბნიდან ამ დროისთვის წინასწარი შედეგები დათვლილია 32 უბნის მიხედვით და „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბეგლარ სიორიძე ხმათა 48,85%-ს აგროვებს, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძემ კი - 51,15%-ს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა უბნის მიხედვით დათვლილ წინასწარ შედეგებს საზოგადოებას ხვალ, 10:30 საათზე გააცნობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics