2017-11-12 20:16:44, 3155 ნახვა
პოლიტიკა
კენჭისყრის პროცესი დასრულდა
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, 20:00 საათზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა.
საარჩევნო უბნებზე, სადაც რიგი იყო, ამომრჩევლებს კანონის შესაბამისად მიეცემათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
უბნების დახურვის შემდეგ, ხმის დათვლის პროცედურა დაიწყება, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.
ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 6 საარჩევნო სუბიექტი აერჩიათ.
არჩევნების მეორე ტური 317 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის, ერთი ქალაქ ქუთაისში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანია.რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში 328 272-ს შეადგენდა.
ავტორი: ,