2017-11-12 20:16:20, 2686 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ცვლის
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან მიდის. მას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია შეცვლის, რომელიც ამ დრომდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებს.
"ექსპრესნიუსის" ცნობით, ამის შესახებ მთავრობაში გამართული კონსულტაციებისას შეთანხმდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს მუშაობას გიორგი მღებრიშვილი. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლიდან ხელმძღვანელობს.
ავტორი: ,