18:54 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-12 19:01:55, 1718 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: ბოლო ორი-სამი საათის მონაცემებით, ოზურგეთში მყარი უპირატესობა გვაქვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამომრჩეველს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო პროცესი მშვიდ, კონკურენტუნარიან და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც, ოზურგეთის მერის არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატი ლიდერობს.

„დღის განმავლობაში, საარჩევნო პროცესი მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს. განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია და ყველა უბანზე ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა. ბოლო ორი-სამი საათის მონაცემებით, მყარი უპირატესობა გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ამ უპირატესობას დღის ბოლომდე კიდევ უფრო გავზრდით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირება მოხდა.

„მოვუწოდებ და ვთხოვ „ქართული ოცნების“ თითოეულ ამომრჩეველს,  რომ მეორე ტურში, კიდევ ერთხელ, „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატის მიმართ თავიანთი მხარდაჭერა დააფიქსირონ. საარჩევნო კამპანიის დროს, აშკარად ჩანდა, რომ სახელისუფლო კანდიდატის გუნდს ოზურგეთის განვითარების კონკრეტული პროგრამა ჰქონდა, მაშინ, როდესაც ჩვენი კონკურენტი,  ჩვენთან დაკავშირებით საუბრობდა. მათი მხრიდან არაერთი გადაუმოწმებელი  ინფორმაციის ტურაჟირება მოხდა, თუმცა მედია თავისუფალია, ქვეყანაში არ ბნელა და საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ რა არის სიმართლე და ვის შეუძლია რეალურად ოზურგეთის მომავალი განვითარება უზრუნველყოს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics