2017-11-12 16:07:47, 2048 ნახვა
პოლიტიკა
არსებული ინფორმაციით, მთავრობაში ცვლილებების შედეგად, სავარუდოდ რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სავარაუდოდ რამდენიმე უწყება გაერთიანდება.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სიახლე ხუთ სამინისტროს- გარემოს დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, სასჯელაღსრულების, ევროინტეგრაციისა და ენერგეტიკის სამინისტროებს შეეხება.
წინასწარი ინფორმაციით, ხვალ პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
ამ დროისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.
ავტორი: ,