18:54 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-12 15:17:50, 2041 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მტკიცებით, რიმა ბერაძე ოზურგეთში გადასატან ყუთს დაყვებოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის ბესიკ ქათამაძის  თქმით, თბილისის საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერაძე ოზრურგეთში გადასატან ყუთს დაყვებოდა.

მისივე თქმით, ეს არის საარჩენო კანონმდებლობის უხეში დარღვევა და  მომხდართან დაკავშირებით საჭიროა  დროული რეაგირება.

„დამირეკა ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც გადასატან ყუთს მიყვებოდა უბანზე და მითხრა, რომ  ქალბატონი რომა ბერაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატი  მათ ხელს უშლიდა.  დავინტერესდი სიტუაციით და მივადექი იმ უბანს სადაც ქალბატონი რიმა იმყოფებოდა და ის აგიტაციას უტარებდა ხალხს  თუ როგორ უნდა გაიმარჯვოს „ქართულმა ოცნებამ“,-განუცხადა „რუსთავი-2-ს ქათამაძემ.

რაც შეეხება რიმა ბერაძეს, დეპუტატი  ამბობს, რომ ეს არის არასწორი ინფორმაცია, რომელიც "ნაციონალურმა  მოძრაობამ"  გაავრცელა. 

 "სოფელ ნასაკირალში ნამდვილად ვიყავი, მაგრამ გადასატან ყუთთან შეხება არ მქონია“,-განაცხადა რიმა ბერაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics