22:23 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-12 13:32:55, 2103 ნახვა

საზოგადოება
ცესკო: ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 7 საჩივარია შესული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზებთან დაკავშირებით შესულია 7 საჩივარი.

 საჩივრები დაწერილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მათ შორის, 2-2 საჩივარია შესული ბორჯომის, ქუთაისისა და ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში, ხოლო ერთი საჩივარი - ხაშურში.

„#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #124 საარჩევნო უბანზე გამოცხადდა და კენჭისყრის წინა პროცედურებში მიიღო მონაწილეობა პარტია „ქრისტიან-კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა წევრმა, რომელსაც უფლებამოსილება პარტიის მიერვე ჰქონდა შეწყვეტილი. კომისიის თავმჯდომარემ, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებისთანავე მას საარჩევნო უბანი დაუყოვნებლივ დაატოვებინა. ასევე #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #76 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში შეცდომით იყო შეყვანილი ამომრჩეველი, რომელიც იყო საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრის ოჯახის წევრი. გადასატანი ყუთის სიის შედგენისას დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა და ნაცვლად ამომრჩევლისა შეყვანილი იყო განმცხადებელი”, - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა ბრიფინგის ბოლოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics