22:23 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-12 12:41:25, 2009 ნახვა

საზოგადოება
„მრავალეროვნული საქართველო“: 11:00 საათისთვის არჩევნებზე ბორჯომში 3157, ხაშურში- 1646, ხოლო ყაზბეგში-515 ადამიანი მივიდა

07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების ინფორმაციის შესაბამისად: ყველა დამკვირვებელი დაუბრკოლებლივ შეუშვეს საარჩევნო უბანზე; ყველა დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა, თავისუფლად დაკვირვებოდა უბნის გახსნისა და მოწყობის პროცედურებს; ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო  პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის; არ დაფიქსირდა არცერთი დარღვევა უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში.

შესაბამისად უბნის გახსნის უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი  წარიმართა მშვიდ გარემოში ხარვეზების გარეშე.

მიუხედავად აღნიშნულისა ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ ხმის მიცემის პროცესში დაფიქსირდა ორი ხარვეზი, კერძოდ: ხაშურის #35 საარჩევნო ოლქის #1 უბანზე ამომრჩევლის მიერ საარჩევნო კონვერტი მოათავსდა გადასატან საარჩევნო ყუთში, ნაცვლად ძირითადი საარჩევნო ყუთისა; ბორჯომის #36 საარჩევნო ოლქის # 15 უბანზე ამომრჩეველზე ბიულეტენის გაცემა ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელმოწერის დაფიქსირების გარეშე.

რაც შეეხება აქტივობას: 11:00 საათისთვის გახლავთ ბორჯომი: 3157 კაცი (26528-დან) – 11,9%, ხაშური: 1646 კაცი (48963-დან) – 3,4%, ყაზბეგი: 515 კაცი (5313-დან) – 9,7%

სამონიტორინგო პროგრამა ფარავს ბორჯომის #36, ხაშურის # 35 და ყაზბეგის # 29 საარჩევნო ოლქებს.

სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 83 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის 63 საუბნო, 16 მობილიური ჯგუფის, 3 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF), საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და  ნორვეგიის საგარეო საქამეთა სამინისტროს მხარდაჭერით.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics