|
2017-11-12 10:23:23, 1845 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბერლინში გაემგზავრა. მინისტრმა 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩევლის მოადგილესთან იოახიმ ბერტელესთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორთან ბეტინა კადენბახთან, გერმანიის პარლამენტში მმართველი პარტიის წარმომადგენელთან საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის დეპუტატ როდერიხ კიზევეთერთან, აგრეთვე, კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ებერტის ფონდების, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელებთან. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე „აღმოსავლეთპარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების საკითხები, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების კუთხით დაფიქსირებული პროგრესი განიხილა. ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებულად აღნიშნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გერმანიის პოზიტიური როლი. სახელმწიფო მინისტრმა არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზეც გაამახვილა ყურადღება. ვიქტორ დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ გერმანია მომავალშიც ხელს შეუწყობს სამიტებსა და საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს საკითხის აქტიურად განხილვას. თავის მხრივ, იოახიმ ბერტელემ აღნიშნა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის პროგრესი. კანცლერის მრჩევლის მოადგილემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა გასულ წელს, ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, გერმანიის გენერალურ საკონსულოზე შეიარაღებული თავდასხმის დროს ქართული ოცეულის რეაგირების გამო და ხაზი გაუსვა სამხედროების პროფესიონალიზმს. „ძალიან სიმბოლურია, რომ თბილისში დაიდგა ბერლინის კედლის ფრაგმენტი, რადგან სწორედ საქართველოში დღეს, 21-ე საუკუნეში არის გამყოფი კედელი ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაბმული მავთულხლართების სახით“ - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რუსეთის ანექსიურ პოლიტიკაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე, ასევე მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა ანტი-დასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მისი განეიტრალების გზებზე. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და მიმდინარე რეფორმებზე. შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, კერძოდ, საუბარი შეეხო სტარტეგიული კომუნიკაციის მიმართულებით პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს. ასევე, ხაზი გაესვა საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების საქმეში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. ღონისძიებაში ებერტის ფონდის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტების ხელმძღვანელები და მოწვეული ექსპერტები მონაწილეობდნენ. ვიქტორ დოლიძემ მკვლევარებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესის მიმდინარეობის, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების, წარმატებული რეფორმების, ასევე, გამოწვევების თაობაზე და დისკუსიის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა. „მჯერა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, მთელი საზოგადოების ტრანსფორმაციას იმისკენ, რასაც ჩვენ ბუნებრივად ვეკუთვნით და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ, ქართველები, ვეკუთვნით ევროპას.“ - განაცხადა 11 ნოემბერს, ბერლინში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ კონფერენციაზე „A Soul for Europe“ სიტყვით გამოსვლისას. სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, საზოგადოების ევროპულ არჩევანსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. (NS)
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)