|
2017-11-11 16:59:55, 2501 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი და ესპანეთი კატალონიის კრიზისში ნაწილობრივ რუსეთს ადანაშაულებენ
ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებით კატალონიური კრიზისის დროს ესპანეთში დესტაბილიზაციას აწყობდა, - ამის შესახებ Fortuna.com იუწყება. ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის ვიცე-სპიკერის ვიქტორ ბოსტინარუს განცხადებით, მას აქვს მტკიცებულებები, რომ რუსეთი კატალონიურ კრიზისში ერეოდა. ევროკავშირის სპეციალისტები, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევას იკვლევენ, მიიჩნევენ, რომ რუსულმა მედია საშუალებებმა ისეთ მსოფლიო მოვლენებზე იქონია გავლენა, როგორებიცაა გერმანიისა და საფრანგეთის არჩევნები, ასევე Brexit-ის დაწყენა და ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები. ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთი მსგავს პოლიტიკას ატარებს ყველა ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის წინააღმდეგ. მათივე თქმით, მედია საშუალებები Sputnik და Russia Today (RT) დეზინფორმაციას ავრცელებენ. რამდენიმე დღის წინ, ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ Russia Today უცხო ქვეყნის აგენტად დაარეგისტრირა. გარდა ამისა, მედია საშუალების ინფორმაციით, ესპანეთის მთავრობამ კატალონიის კრიზისში ჩარევის მცდელობაში რუსი ჰაკერებიც დაადანაშაულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბევრი ყალბი სტატია თუ ოპერაცია, რუსეთის ტერიტორიიდან ხორციელდებოდა. აღსანიშნავია, რომ ჰაკერული თავდასხმების ნაწილი ვენესუელიდანაც დაფიქსირდა. ესპანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ საკითხს 13 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ. ცნობისთვის, 8 ნოემბერს, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის რეზოლუცია უკანონოდ სცნო. მანამდე ოფიციალურმა მადრიდმა კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რომელმაც რეგიონს ავტონომია ჩამოართვა. ამის პარალელურად კატალონიის ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პოლიციამ კატალონიის 8 ყოფილი მინისტრი დააპატიმრა. გარდა ამისა, გირაოთი კატალონიის პარლამენტის 5 წევრი გამოუშვეს, მათ შორის კი ყოფილი სპიკერიც. რაც შეეხება გენერალიტეტის ყოფილ მეთაურს კარლეს პუჩდემონს ესპანეთის სასამართლომ მისი დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა, რადგან პუჩდემონი, კიდევ 4 ყოფილ წევრთან ერთად ბელგიაში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)