18:52 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 19:23:18, 2472 ნახვა

ეკონომიკა
„m² უძრავ ქონებასა“ და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დეველოპერულ კომპანია m²-სა  და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (ASB)  საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი განსაზღვრავს მხარეებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებს „ჩვენ მზად ვართ! - განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“.

აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის მიერ.

m² - სა  და  ASB -ს შორის ურთიერთთანამშრომლობა მიმართული იქნება დეველოპერული კომპანიის კონკრეტულ კომპლექსში საპილოტე პროექტის განხორციელებაზე, რაც მოიცავს კატასტროფის რისკის მართვისთვის პროგრამით განსაზღვრულ აქტივობებს: ტრენინგების ჩატარება, საგანმანათლებლო მასალების გავრცელება მობინადრეებისთვის, კატასტროფის რისკის მართვის პრაქტიკული აქტივობები სიმულაციის სახით, m² - ის თანამშრომელთა გადამზადება და სპეციალური უსაფრთხოების შტაბის ფორმირება. 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics