09:38 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 18:12:12, 2430 ნახვა

ეკონომიკა
„ბლუმბერგ მედია" თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ ტვიტერზე წერს

,,ჩვენი სავაჭრო პარტნიორი - საქართველოს მთავრობა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ჩაატარებს''- ასე გამოეხმაურა  ამერიკული „ბლუმბერგ მედია" 28-29 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმს საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეორე ფორუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

მათ შორის, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები, სლოვენიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და ა.შ.

ფორუმი საქართველოს მთავრობის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ორგანიზებით ტარდება.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics