|
2017-11-10 18:06:28, 2449 ნახვა
მსოფლიო
იუნესკოს ახალ გენერალურ დირექტორად ოდრი აზულე დაინიშნა
იუნესკოს ახალ გენერალურ დირექტორად საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრი ოდრი აზულე დაინიშნა, - ამის შესახებ Ria იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, იუნესკოს დღევანდელი სხდომა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა. აღნიშნულ სხდომაზე აზულეს დანიშვნას 131 ქვეყანამ დაუჭირა მხარე, ხოლო 19 ქვეყანა წინააღმდეგი იყო. მედიის ცნობით, ოდრი აზულეს ოპონენტი ყატარელი დიპლომატი ჰამად ბინ აბდულაზიზ ალ-კავარი იყო. შეგხსენებთ, რომ იუნესკოს გენერალური დირექტორის პოსტს მანამდე ბულგარელი ირინა ბოკოვა იკავებდა. ბოკოვა ამ პოსტზე 2009 წელს დაინიშნა და მოვალეობებს ორი ვადის განმავლობაში ასრულებდა. ცნობისთვის, იუნესკო გაეროს (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) განათლების, მეცნიერებისა და კულტურის უწყებაა, რომელიც განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამებითაა ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)