|
2017-11-10 17:23:59, 707 ნახვა
რეგიონი
ჩანჩხალოში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
დღეს, ჩანჩხალოში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, გამგებლის მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ზოიძე, საკრებულოს წევრები, შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლები და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობა ესწრებოდნენ. პროექტის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და წელს დასრულდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს. ,,ემემტე“ აწარმოებდა. მიმდინარე მშენებლობაზე 157 000 ლარი დაიხარჯა. პროექტი მუნიციპალიტეტის გამგეობის და შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანადაფინასებით განხორციელდა. აშენდა ერთ სართულიანი ხის შენობა, სადაც მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. ახალ საბავშვო ბაღში 2 ჯგუფი ფუნქციონირებს და 30-ამდე აღსაზრდელი ირიცხება. დასაქმებულია 13 ადგილობრივი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)