06:58 - 06 Jun, 2026
|
2015-01-16 10:46:27, 2074 ნახვა
პოლიტიკა
ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის სათათბირო ერთ კვირაში გეგმავს
მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის სათათბირო ერთ კვირაში განახორციელებს. ამის შესახებ დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა. სლუცკის განცხადებით, შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის. „შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და არ არის მიმართული მესამე ქვეყნის წინაარმდეგ. რუსეთ-აფხაზეთს შორის საზღვრის გამარტივებამ, ხელი უნდა შეუწყოს აფხაზეთში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას, სადაც ყოველ წელს მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე ისვენებს“,-განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)