|
2017-11-10 16:58:25, 1427 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში დისკუსია გაიმართა
„საქართველოს თავდაცვა და უსაფრთხოება აკადემიურ სასწავლო პროგრამებში“ - აღნიშნულ თემაზე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) დისკუსია გაიმართა. DIB სკოლაში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების აკადემიურ პერსონალს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. ღონისძიება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გახსნა. მან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან მიმართებაში აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობის, ასევე ერთიანი ხედვის შემუშავების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული სასწავლო პროგრამები განიხილეს, ასევე აკადემიურ წრეებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)