|
2017-11-10 14:09:42, 2334 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი: ასე თუ ისე, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა სამიტის კულუარებში შედგება
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლისა და თეთრი სახლის პროტოკოლის სამსახურები ორი ქვეყნის პრეზიდენტის სრულყოფილი შეხვედრის შესაძლებლობის განხილვას განაგრძობენ, - ამის შესახებ Ria იუწყება. როგორც პესკოვმა აღნიშნა, ამერიკელი კოლეგებისგან წინააღმდეგობრივ ინფორმაციას იღებენ. „პროტოკოლის სამსახურების მეშვეობით განვაგრძობთ აღნიშნული საკითხის განხილვას. გარკვეულობა ამ საკითხში ჯერჯერობით არ არის. ამერიკელი კოლეგებისგან წინააღმდეგობრივ ინფორმაციას ვიღებთ. ასეა თუ ისე, კულუარებში შეხვედრა შედგება“, - განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ "შეხვდრა მნიშვნელოვანია, თუმცა არა მთავარი". ცნობისთვის, მანამდე ვრცელდებოდა ინფომრაცია, რომ დღეს ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდებოდნენ. შეხვედრა აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში უნდა გამართულიყო. მოგვიანებით თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეხვედრა დონალდ ტრამპის გადატვირთული განრიგის გამო ვერ შედგება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)