|
2017-11-10 11:52:58, 2128 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დღეს აღარ გაიმართება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის დღეს დაგეგმილი შეხვედრა არ შედგება, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. თეთრი სახლის წარმომადგენლის სარა სანდერსის ინფორმაციით, შეხვედრის ორგანიზება ამერიკელი ლიდერის დატვირთული განრიგის გამო ვერ მოხერხდა. ამასთან, შეხვედრის არ ჩატარების ცნობას კრემლი არ ადასტურებს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ცნობისთვის, ტრამპის და პუტინის შეხვედრა დღეს, აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში უნდა გამართულიყო. ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში, სადაც სამიტი მიმდინარეობს, უკვე ჩავიდა. ის იაპონიის პრემიერის, ჩინეთის, ვიეტნამისა და ფილიპინების ლიდერებს უნდა შეხვდეს. შეგახსენებთ, რომ პირველად ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს პირისპირ მიმდინარე წლის ზაფხულში, "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)