21:17 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 10:42:17, 1675 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის გამოცდილება GIZ-ის პროექტის სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის გამოცდილება სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „ელექტრონული მმართველობა მოქალაქეებზე ორიენტირებული და გამჭვირვალე ადმინისტრაციული პროცესებისთვის" ორგანიზებით გაიმართა. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის გამოცდილება დეტალურად გააცნეს და პროექტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა,  რომელმაც  ბლოკჩეინის ტექნოლოგიური მიღწევა უძრავი ქონების რეგისტრაციაში წარმატებით გამოიყენა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ტრანზაქციები ბლოკჩეინში ინტეგრირებით მეტად დაცული, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა.

სამუშაო შეხვედრაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსისა და უკრაინის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

GIZ-ის  პროექტი „ელექტრონული მმართველობა მოქალაქეებზე ორიენტირებული და გამჭვირვალე ადმინისტრაციული პროცესებისთვის"  ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ელექტრონული მმართველობის მიმართულებით უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა  და გამოცდილების ურთიერთგაცვლის ქსელის ჩამოყალიბებას ემსახურება.

 

 

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics