|
2017-11-09 20:20:48, 2282 ნახვა
მსოფლიო
კატალონიელმა დეპუტატებმა დამოუკიდებლობის გამოცხადებას „სიმბოლური“ უწოდეს
კატალონიის გენერალიტეტის რამდენიმე ყოფილმა წევრმა, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებას "სიმბოლური ხასიათი" ჰქონდა, - ამის შესახებ La Vanguardia იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე კატალონიის პარლამენტის სპიკერმა კარმე ფორკადელმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას აღიარებს. ანალოგიური განცხადება, გენერალიტეტის სხვა ყოფილმა წევრებმაც გააკეთეს. მედიის ცნობით, სასამართლო პროცესი დღეს მადრიდის სასამართლოში, დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. როგორც გამოცემა წერს, სწორედ ამ პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციისთვის დეპუტატებს კენჭი ეყარათ. ქვეყნის პროკურატურამ პირების წინააღმდეგ საქმე ამბოხის და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით აღძრა.საერთო ჯამში აღნიშნული დანაშაული 48-წლიანი პატიმრობით ისჯება. ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სულ 6 ბრალდებულის საქმე იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება კატალონიის ყოფილ მეთაურს კარლეს პუჩდემონს, ის ამ დრომდე ბელგიაში იმყოფება. ესპანეთს მისი დაკავების ევროპული ორდერი აქვს გაცემული. ბრიუსელი შესაბამისი ზომების მირებამდე, საბუთებს სწავლობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)