21:15 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 18:27:05, 1998 ნახვა

საზოგადოება
უნგრელი მეღვინეები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას ეცნობიან

უნგრეთის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ინოვაციების ეროვნული ცენტრის, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის გაცნობის მიზნით, საქართველოს ესტუმრნენ.

უნგრელი მეღვინეები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს და ცენტრის თანამშრომლებს შეხვდენენ  და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

როგორც ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, საქართველოს უნგრეთის მეღვინეობის ინსტიტუტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის გაუქმების შემდეგ  შეწყდა.

ცენტრის დირექტორის განცხადებით, აუცილებელია თანამშრომლობის აღდგენა და ერთობლივი კვლევების განხორციელება.

„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ქართული ჯიშების აღდგენა-კონსერვაციას ეწევა. ჩვენი კოლექცია მსოფლიოში ცნობილია. გარდა კულტურული ვაზისა, ჩვენს კოლექციაში დაცულია ველური ვაზის ჯიშები. ჯიღაურას ბაზაზე ქართული 460-მდე და უცხოური 350-ზე მეტი ვაზის ჯიშია, მათ შორის, რამდენიმე უნგრულიც. გვაქვს სურვილი, უფრო მეტი უნგრული ჯიში შეემატოს ჩვენს კოლექციას“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

უნგრეთის მევენახოებისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა უნგრეთის მევენახეობა-მეღვინეობის პოტენციალსა და განვითარებაზე, ასევე, ინსტიტუტის საქმიანობასა და განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, უნგრელმა სტუმრებმა ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერეს, ღვინის ქარხნები მოინახულეს, კახეთისა და იმერეთის რეგიონს ესტუმრნენ და აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების მეღვინეობის სპეციალისტებთან შეხვედრები გამართეს.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics