|
2017-11-09 11:30:51, 1548 ნახვა
საზოგადოება
პანელზე „მაღალი რანგის დიალოგი-თანამშრომლობა სტაბილურობისთვის აბრეშუმის გზის ფარგლებში“ მთავარი მომხსნებელი ანილ გუფთა იქნება
ანილ გუფთა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც მსოფლიოს წამყვანი ექსპერტი სტრატეგიებისა და გლობალიზაციის მიმართულებებით. Thinkers50-მა იგი შეაფასა, როგორც მენეჯმენტის საკითხებში ყველაზე გავლენიანი მეცნიერი/მოაზროვნე, ხოლო გამოცემა The Economist-მა მას „ახალი ბაზრების კვლევის ‘სუპერვარსკვლავი“ უწოდა. იგი ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სათათბიროების წევრია, როგორიცაა მოხმარების მომავლის ინიციატივისთვის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სათაო კომიტეტი, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ბრეტონ ვუდსის კომიტეტი და CNBC Disruptors 50-ის სამეთვალყურეო საბჭო. პროფესორი ანილ გუფთა აშშ-ს მერილენდის უნივერსიტეტის სმიტის სახელობის ბიზნესის სკოლის სტრატეგიის მაიკლ დინგმანის სტრატეგიული მიმართულების თავმჯდომარეა. იგი, ასევე საპატიო, მოწვეული პროფესორია ჩინეთის ცინგხუას უნივერსიტეტსა და ინდოეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (ბომბეი). გუფთა ასევე ხელმძღვანელობდა INSEAD-ის კათედრას და მოწვეული პროფესორი იყო სტენფორდში. დოქტორის აკადემიური ხარისხი მას ჰარვარდის უნივერსიტეტში მიენიჭა. გუფთა სამი პროფესორიდან ერთ-ერთია, რომელსაც მისსავე კოლეგებმა სამუდამო წევრობა მიანიჭეს ისეთ პრესტიჟულ ორგანოებში, როგორებიცაა „მართვის აკადემია“, „სტრატეგიული მენეჯმენტის საზოგადოება“ და „საერთაშორისო ბიზნესის აკადემია.“ 2017 წელს მართვის აკადემიამ მას მიანიჭა ღირსშესანიშნავი პედაგოგის ჯილდო გლობალიზაციის საკითხების კვლევის, პრაქტიკისა და სწავლების საქმეში განსაკუთრებული წვლილისთვის. ანილ გუფთა სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორისა The Silk Road Rediscovered (Wiley, 2014), Getting China and India Right (Wiley, 2009) და The Quest for Global Dominance (Wiley, 2008) და სხვა. მასვე ეკუთვნის წამყვან აკადემიურ გამოცემებში გამოქვეყნებული 70-ზე მეტი სტატია. ნაშრომმა Getting China and India Right (ჩინეთისა და ინდოეთის განვითარების შესახებ) ავტორს 2009 წელს Axiom Book Awards-ის ვერცხლის მედალი მოუტანა, თავად ნაშრომი კი მსოფლიოში გლობალიზაციის თემაზე დაწერილ ორ საუკეთესო წიგნს შორის დასახელდა. გუფთას სტატიებს ხშირად აქვეყნებს Harvard Business Review და MIT Sloan Management Review. მას ხშირად ართმევენ ინტერვიუს ისეთი წამყვანი მედიასაშუალებები, როგორიცაა CNBC, Bloomberg TV, Reuters TV და სხვა. (NS)
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)