|
2017-11-08 21:06:03, 2124 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭოში სუამის წევრი ქვეყნების დელეგაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებულია
ევროპის საბჭოში სუამი-ს წევრი ქვეყნების დელეგაციები გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში" განცხადებით გამოეხმაურნენ. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, განცხადებაში სუამის წევრი ქვეყნების დელეგაციები მიესალმებიან გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამენ ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის შენარჩუნების მნიშვნელობას. ისინი გმობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ადამიანის უფლებათა სისტემატიური დარღვევის ფაქტებს. „საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილი ვითარება კვლავ საგანგაშოა. ჩვენი შეშფოთების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ე.წ. „ბორდერიზაცია" და ე.წ გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტები, რაც იწვევს ადამიანის უფლებათა დარღვევას, მათ შორის ირღვევა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი - მცხოვრები მოსახელობის თავისუფალი გადაადგილების უფლება, საკუთრების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. სუამის წევრი ქვეყნების დელეგაციები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 8 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1299-ე სხდომაზე განხილულ იქნა გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში", რომელიც მოიცავს პერიოდს 2017 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით. მე-16 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა როგორც ევროკავშირისა და სუამის სახელით, ისე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების მხრიდან.
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)