17:34 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 19:32:12, 1786 ნახვა

პოლიტიკა
ანდჟეი დუდა: თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ დასუსტდა და ახალ წევრებს ვერ მიიღებს, ეს იქნება მისი დასასრულის დასაწყისი

„თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ დიდი ბრიტანეთის გამოყოფით ის დასუსტდა და ახალ წევრებს ვერ მიიღებს, მაშინ, ჩემი აზრით, ეს იქნება ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი. იმიტომ რომ გამოჩნდებიან სხვა ქვეყნები, რომლებმაც შესაძლოა, გადაწყვიტონ ევროკავშირიდან გამოყოფა“, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით პოლონეთის პოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებისათვის ღია უნდა იყოს.

"ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობაზე, ასევე ჩვენს შეხედულებებზე საქართველოს ევროკავშირსა თუ ნატოში გაწევრიანების შესახებ. ეს საკითხები ხაზგასმას საჭიროებს, იმის გათვალისწინებით, რომ 24 ნოემბერს ჩვენ გველოდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამიტი, სადაც განხილული იქნება ევროკავშირის პერსპექტივის საკითხი ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. საუბარი იქნება თუ როგორ ახორციელებენ აღნიშნული ქვეყნები დასახულ მიზნებს, აზრის გაცვლა-გამოცვლა- დისკუსიები გახლავთ ჩვენი შეხვედრების განუყოფელი ნაწილი.

მე ასევე ვკითხე პრეზიდენტს თუ როგორი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში ვიზალიბერალიზაციამ და რა პერსპექტივებს ხედავს ბატონი პრეზიდენტი ამ კუთხით. მე როგორც პოლონეთის პრეზიდენტი ხაზს ვუსვამდი, დღეს პოლონეთის ინტერესებში და არა მარტო პოლონეთის, ჩემი აზრით, მთლიანად ევროკავშირის ინტერესებში შედის, რომ ევროკავშირის კარი ღია იყოს ახალი წევრებისთვის.

ევროკავშირი მზად უნდა იყოს ახალი ქვეყნების მიღებისთვის, რომ გაწევრიანდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ეს ამბიცია მას შემდეგ, რაც  გაწევრიანებამდე ყველა იმ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ რასაც ევროკავშირი მოითხოვს. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში კრიზისია, ერთერთი მნიშვნელოვანი გახლავთ ბრექსიტი, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირს გამოეყოს. ეს პროცესი გრძელდება და უახლოეს წლებში იქნება რეალიზებული. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, სინამდვილეში ევროკავშირისთვის დიდი ბრიტანეთის გამოყოფა ძალიან დიდი დასუსტებაა. თუ ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ ევროკავშირი შეიძლება შევიწროვდეს, დაპატარავდეს დიდი ბრიტანეთის გამოყოფის შედეგად და თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ დიდი ბრიტანეთის გამოყოფით ის დასუსტდა და ახალ წევრებს ვერ მიიღებს, მაშინ, ჩემი აზრით, ეს იქნება ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირი იყოს როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად ძლიერი კავშირი, რომ კონკურენცია გაუწიოს აშშ-ს, ჩინეთს და ა.შ.“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი დარჩება ყოველთვის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების გაერთიანება, რომელიც ერთმანეთის განვითარებას უწყობს ხელს,

„აქ ყოველთვის იქნება მისწრაფება იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ძლიერი და გაიზარდოს პოტენციალი და ცხოვრების დონე ევროკავშირის ქვეყნებში და შეიქმნას კარგი თანამშრომლობის ბაზა უსაფრთხოების საკითხებში, ანუ ევროკავშირსა და ნატოს შორის ურთიერთობაში. 2016 წელს ვარშავაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ნატოს სამიტზე, სადაც ჩვენ მივიღეთ დეკლარაცია, ევროკავშირსა და ნატოს შორის ურთიერთობის შესახებ და აქ არის ის სფეროები ჩამოთვლილი, რომელიც განვითარდება ამ თანამშრომლობის ფარგლებში. დღეს ვისაუბრეთ ბუქარესტში 9 ქვეყნის შეხვედრაზე, სადაც მივიღეთ დეკლარაცია, რომ ჩვენ მომხრე ვართ ნატოს აღმოსავლეთ ქვეყნების გაძლიერებისა და ჩვენ გვინდა, რომ ნატოს მომდევნო სამიტზე, რომელიც მომავალ წელს ივლისში ბრიუსელში ჩატარდება, კიდევ ერთი  9 ქვეყნის სამიტი ჩავატაროთ ვარშავაში და გვინდა აქ ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებსაც წარვადგენთ შემდგომში ბრიუსელში ნატოს სამიტზე და ძირითადად ჩვენი შეხვედრის დეკლარაციის საკითხი შეეხება ნატოს გაძლიერებას, გაფართოებას აღმოსავლეთ საზღვრებზე, აქ შავი ზღვის აუზის ქვეყნებზეა საუბარი. სამი ზღვის თანამშრომლობის ფარგლებში აქ მთავარი აქცენტი უნდა გავაკეთოთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ამასაც ჩვენ ვახორციელებთ, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ, თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მომავალში, ევროკავშირის ქვეყნების გარდა, ამ პროექტში ჩავრთოთ ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან და უნდათ მასში გაერთიანება. ანუ, მომავალში, სამი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობა შესაძლოა, იმ ქვეყნებს შეეხოს, რომლებიც ჯერ ევროკავშირის წევრები არ არიან.

დიდი მადლობა ბატონ პრეზიდენტს, ამ ნათელი დეკლარაციებისთვის- სამი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის საკითხებით დაინტერესებისთვის. ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო ინტენსიურად ვითანამშრომლოთ, არის დიდი დინამიური ეკონომიკური ურთიერთობა პოლონეთსა და საქართველოს შორის და გვინდა, სამთავრობო დონეზეც კიდევ უფრო მჭიდრო იყოს ეს ურთიერთობა", - აღნიშნა ანდჟეი დუდამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics