20:07 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 17:54:22, 2061 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სკოლის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.

საგურამოში,  გურამიშვილების მარანში გამართულ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტუდენტებთან ილია ჭავჭავაძეზე, როგორც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ნოვატორზე ისაუბრა.

„ილია - ჩვენი თანამედროვე“ ამ სათაურით აღვნიშნავთ წელს ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს. ის საკითხები, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავის ნაშრომებში იხილავდა, ძალიან აქტუალურია დღესაც. სტრატეგია, რომელიც ქვეყანას ზოგადად  და, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გააჩნია, პირდაპირ თანხვედრაშია ილიას მოწოდებებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა სტუდენტებთან იმ პუბლიცისტურ წერილებზე ისაუბრა, სადაც  ილია ჭავჭავაძე საქართველოში სოფლის მეურნეობის შესაძლებლობებზე, ამ შესაძლებლობების სწორად და ეფექტიანად გამოყენებისთვის  „დროთა შესაფერი ცოდნის“ აუცილებლობაზე, ქართული ღვინის უნიკალურობაზე, ფინანსური რესურსისა და ქართული პროდუქციისთვის ბაზრებზე ხელმისაწვდომობის საკითხებს განიხილავს.

მინისტრმა პარალელები ილიას მოსაზრებებსა და დღეს აგრარულ დარგში არსებულ ვითარებას, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებს შორის გაავლო.

(NS) 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics