|
2017-11-08 17:48:16, 1802 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე უწყვეტი ზეწოლა აუცილებელია
პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტებმა პოლონეთის სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დახვედრის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ანდჟეი დუდას მადლობა გადაუხადა საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი საკითხების მხარდაჭერისათვისროგორიცაა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, ქვეყნის ევროპული დაევროატლანტიკური ინტეგრაცია. ასევე, საქართველოს მხარდასაჭერად სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებსა და ორგანიზაციებში გაკეთებული განცხადებებისგამო, მათ შორის, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ზოგადი დებატებისას გამოხატული მხარდაჭერისათვის. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პოლონეთი საქართველოს ძლიერი პარტნიორია, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს თავისუფლებისა დასახელმწიფოებრიობის დაცვის სირთულეებს. ამიტომ პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის გააქტიურება და საქართველოს პარტნიორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან პერმანენტულ რეჟიმში რუსეთზე უწყვეტი ზეწოლის განხორციელება აუცილებელია. აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება ახალ იმპულსს აძლევს ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული ნაყოფიერი ურთიერთობებისა დამეგობრული კავშირების განმტკიცებას და ეს საპასუხო ვიზიტი იმ დეკლარაციის გამოძახილია, რომელსაც საქართველოში, მაისში მოეწერა ხელი და რომელიცსტრატეგიულ თანამშრომლობაზე გადასვლას ითვალისწინებს. "დღეს პოლონეთი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა, რომლის სიძლიერე და განვითარება ცენტრალურ ევროპაში უსაფრთხოებისა დაკეთილდღეობის საწინდარია. საქართველო -პოლონეთის პარტნიორობა დიდწილად განაპირობებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას შორის თანამშრომლობის მომავალს", - განაცხადაგიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე. პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით გამართეს შეხვედრა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვასექტორული მიმართულებების განვითარებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე პრეზიდენტებმა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატო-ს მოახლოებული სამიტების მოსამზადებელი სამუშაოების შესახებაც ისაუბრეს და ევროპულიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, იმ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროინტეგრაციის გზაზე და სამომავლო ნაბიჯებისგანსაზღვრა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელმაც პოლონეთი ევროკავშირისა და ნატოს ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანად აქცია. ანდჟეი დუდამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდეტს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციის ხელშეწყობისათვის. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატოს სამიტებზე პოლონეთი საქართველოს ინტერესების ადვიკატირებას განახორციელებს. გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას "თბილისის კონფერენციის" მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის ეს ფორმატი, რომელიცსაქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში პოლონეთის როლის გაძლიერებას გულისხმობს და ამ მიმართულებითექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაფართოებული შეხვედრისას მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს და საგანმანათლებლო - გაცვლითი პროგრამების გააქტიურების შესაძლებლობები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ანდჟეი დუდა 2018 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმოღონისძიებებში მონაწილეობისათვის პირადად მოიწვია. გაფართოებული ფორმატის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსიგიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველიადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე, საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი. პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ საჩუქრები გაცვალეს .
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)