|
2017-11-08 16:08:08, 2424 ნახვა
მსოფლიო
BBC-მ სექსუალური შევიწროების 25 ფაქტზე შიდა მოკვლევა დაიწყო
ბრიტანული ტელე-რადიო მაუწყებელი BBC სექსუალური შევიწროების შესაძლო 25 ფაქტზე შიდა მოკვლევას აწარმოებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ენ ბულფორდმა თანამშრომლებს ნებისმიერი მსგავსი ინციდენტის გამოაშკარავებისკენ მოუწოდა. როგორც ბულფორდმა აღნიშნა, სექსუალური შევიწროების ყველა შემთხვევა კომპანიაში დასაქმებულებს არ უკავშირდება და მომხდარს სავარაუდოდ ყოფილი თანამშრომლების მონაწილეობით ჰქონდა ადგილი. "სექსუალური შევიწროების მხოლოდ 3 შემთხვევა დაფიქსირდა გასულ წელს, მანამდე 2 წლის განმავლობაში ფიქსირდება მხოლოდ ერთი. მას შემდეგ რაც, ჰარვი ვაინშტაინის ირგვლივ სკანდალი აგორდა, გადავწყვიტეთ, რომ ამის შესახებ მოკვლევა ჩვენს კომპანიაშიც დაგვეწყო. ჩვენ სისტემატიურად მოვუწოდებთ თანამშრომლებს, მოგვაწოდონ ინფორმაცია, იმის შესახებ თუ მომხდარა მათთან მიმართებაში რაიმე სახის სექსუალური შევიწროვება. ჩვენ უნდა მივცეთ ძალა ხალხს, რომ ხმა აიმაღლონ", - განაცხადა ბულფორმა. ამასთან, BBC-ის გენერალურმა დირექტორმა ტონი ჰოლმა პირობა დადო, რომ მომხდარის დროულად გამოძიება მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)