00:53 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 15:15:42, 2265 ნახვა

მსოფლიო
კატალონიაში გენერალიტეტის ყოფილი წევრების გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია მიმდინარეობს

კატალონიაში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის წევრებიც გენერალიტეტის ყოფილი წევრების გათავისუფლებას ითხოვენ, - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მომიტინგეებმა ათობით სარკინიგზო და საავტომობილო გზა გადაკეტეს. საერთო ჯამში ამ დროისთვის 35 გზა არის გადაკეტილი.

აქციის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ ბანერები და კატალონიის დროშები.

გარდა ამისა, მომიტინგეებმა სადგურ ჟირინოს შენობა დაიკავეს. სამართალდამცველებმა მათი შეკავება ვერ შეძლეს. ერთ-ერთი ძირითადი სადგურის შენობის პიკეტირების დროს მომიტინგეები სკანდირებდნენ - "თავისუფლება".

ორგანიზაციის ორგანიზატორები კატალონიის უმსხვილესი ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრები არიან. მომიტინგეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კარლეს პუჩდემონის დაკავების შესახებ ორდერის უკან გამოთხოვა, რეგიონის მთავრობის ყოფილი წევრების პატიმრობიდან გათავისუფლებაა.

მედიიც ცნობით, კატალონიის პოლიცია Mossos d'Esquadra მოსახლეობას მოუწოდებს ავტომობილებით გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. სამართალდამცველები გზებიდან მომიტინგეების გაყვანას ცდილობენ. ასევე, ავტობუსები და მეტრო პერიოდულად შეფერხებით მუშაობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics