06:03 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 12:38:24, 1612 ნახვა

კომენტარი
დოლიძე: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ევროპარლამენტის განცხადება ძალიან დიდი მხარდაჭერაა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე  ევროპარლამენტის განცხადება ძალიან დიდი მხარდაჭერაა:

„ვფიქრობ, აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილ სამიტამდე, რომელიც 24 ნოემბერს გაიმართება ბრიუსელში, ევროპარლამენტის განცხადება არის ძალიან დიდი მხარდაჭერა  იმ გრძელვადიანი, სექტორალური თანამშრომლობის განვითარების მიზნით, რომელიც შეეხება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, განათლება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ვფიქრობ, ამგვარი პოლიტიკური მხარდაჭერა ახლო შუალედში სამიტამდე არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტი ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ურთიერთობების გაღრმავების ახალი ინიციატივით გამოდის. ევროპარლამენტის ანგარიშის თანახმად, ახალი გზები უნდა გამოიძებნოს, რათა მხარდაჭერა გაუწიონ ქვეყნებს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics