23:47 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 12:30:09, 2158 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ შესაძლოა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს

უკრაინამ შესაძლოა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს, - ამის შესახებ IZ.RU იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი შესწორება დონბასის რეინტეგრაციის კანონში იყო შეტანილი. აღნიშნული ინიციატივით პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენელი, უმაღლესი რადას დეპუტატი ივან ვინნიკი გამოვიდა.

მედიის ცნობით, დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონპროექტს 16 ნოემბერს განიხილავენ.

ამასთან, როგორც გაზეთი "კომერსანტი" იტყობინება, რადას დეპუტატების უმრავლესობა კანონპროექტს მხარს დაუჭერს. თუ კანონს ხელს პეტრო პოროშენკო მოაწერს, ამ შემთხვევაში რუსული და უკრაინული დიპლომატიური კორპუსები დაიხურება.

"კომერსანტი" წერს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პირობებში, რუსეთსა და უკრაინას შორის მედიატორის როლი ბელარუსს ან შვეიცარიას დაეკისრება.

ცნობისთვის, პეტრო პოროშენკომ დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონპროექტი უმაღლეს რადაში ოქტომბრის დასაწყისში შეიტანა. კანონის ამოქმედების შემთხვევაში, რუსეთი კიდევ ერთხელ იქნება აღიარებული, როგორც აგრესორი სახელმწიფო და იქნება შემოღებული ტერმინი "რუსული საოკუპაციო ძალაუფლება". გარდა ამისა, კანონპროექტი პრეზიდენტს აძლევს უფლებას, სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადოს.  დოკუმენტი პირველი მოსმენით 6 ოქტომბერს მიიღეს. მას მხარი 233 დეპუტატმა დაუჭირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics