20:07 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 11:28:42, 1608 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი და პავლო როზენკო ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი  პავლო როზენკო  თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენაზე უკრაინის დელეგაციის წევრები კლასიკური გიმნაზიის ორსაუკუნოვან ისტორიას გაეცნენ.

არაერთ ცნობილ ქართველ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწესთან ერთად, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში უკრაინის პირველი პრეზიდენტი მიხეილ გრუშევსკიც სწავლობდა.

 „ილია ჭავჭავაძემ ბოლო 150 წლის განმავლობაში  განსაზღვრა ქართველი ერისა და სახელმწიფოს მიმართულება.  განსაზღვრა ვინ ვართ, საით ვვითარდებით და სად უნდა ვიყოთ. მნიშვნელოვანია, რომ მისი დაბადების 180 წლის იუბილეს აღნიშვნა იწყება სწორედ იმ სკოლაში, რომელიც მან დაამთავრა და რომელმა სკოლამაც შექმნა მთელი პლეადა საქართველოს ისტორიის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები სახელწოდებით  „ილია-ჩვენი თანამედროვე“ თბილისში, საგურამოსა და ყვარელში გაიმართება.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics