18:53 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 21:27:41, 2020 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი პოლონეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ანდჟეი დუდა გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის რეზიდენციაში, ბელვედერის სასახლეში მეგობრულ სადილზე უმასპინძლებს.

ხვალ კი, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ საუბარი შედგება.

პრეზიდენტები ასევე გამართავენ შეხვედრას სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად - გაფართოებული შემადგენლობით და ქართველი და უცხოური მედიის წინაშე განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ბეატა შიდლოს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალ მარეკ კუხჩინსკის, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკის შეხვდება.

9 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში.

გიორგი მარგველაშვილი დაბა პიასეჩნოში "ქართულ სახლს" - პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა სახლმუზეუმს ეწვევა და სიმბოლურად, საქართველოდან ჩატანილ ხეს დარგავს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics