20:07 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 19:59:04, 2067 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები პრაქტიკებს კორეული კომპანია „Hyundai Glovis“-ის გემებზე გაივლიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და კორეულ სატრანსპორტო კომპანია „Hyundai Glovis“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები „Hyundai Glovis“-ის  გემებზე  საზღვაო სასწავლო პრაქტიკას  გაივლიან.  

ეკონომიკის  მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, იმისთვის, რომ პრაქტიკის თვალსაზრისით,   სტუდენტებმა აიმაღლონ მომზადების დონე.

„ ეს კიდევ უფრო გაზრდის ხარისხს ისედაც საკმაოდ მაღალრეიტინგულ ჩვენს  საზღვაო აკადემიაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია მსგავსი კომპანიების საქართველოში გამოჩენა და ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვა’’ - განაცხადა მინისტრმა.

„Hyundai Glovis“ ერთ-ერთი მსხვილი კორეული სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთო-ლოგისტიკურ მომსახურებას ოკეანეებსა და ზღვებში, ასევე შიდა და საჰაერო ტრანსპორტირების, ტვირთის შენახვისა და შეფუთვის მენეჯმენტს.

კომპანიის პრეზიდენტი კუნგბაე კიმი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.

შეხვედრას  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე დაესწრნენ.

კორეული მხრიდან კი  შეხვედრაში მონაწილეობდნენ „Hyundai Glovis“-ის პრეზიდენტი კუნგბაე კიმი,  „Hyundai Glovis Europe”-ის პრეზიდენტი სოჩულ კიმი. 

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics