23:47 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 17:44:40, 2192 ნახვა

მსოფლიო
Charlie Hebdo-ს ისლამის თემაზე შექმნილი კარიკატურის გამო ემუქრებიან

Charlie Hebdo-ს ისლამის თემაზე შექმნილი კარიკატურის გამო ემუქრებიან, - ამის შესახებ France24 იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სატირული ჟურნალის ბოლო ნომრის გარეკანზე, რომელიც წინა ოთხშაბათს გამოვიდა, შვეიცარიაში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელი, მწერალი და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ტარიკ რამადანის კარიკატურაა გამოსახული.

მედიის ცნობით, ტარიკ რამადანს ორი ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. აღნიშნული ბრალდებები პროფესორის წინააღმდეგ ჰოლივუდში აგორებული სკანდალის შემდეგ გაჟღერდა. 55 წლის რამადანი ბრალდებებს არ აღიარებს.

Charlie Hebdo-ს რედაქტორის ლორან სურისოს თქმით, მუქარის შემცველ წერილებს მუდმივად იღებენ და თანამშრომლებს მოკვლით ემუქრებიან. 

"2015 წლის თავდასხმის შემდეგ რეალურად მუქარის შემცველი წერილების გამოგზავნა არ შეწყვეტილა. მუდამ ვიღებთ მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს. რა თქმა უნდა ყოველთვის ვერ გამოიცნობ, როდის არსებობს რეალური საფრთხე, თუმცა ყველა მუქარას სერიოზულად ვიღებთ", - განაცხადა რედაქტორმა.

პარიზის პროკურატურამ Charlie Hebdo-ს რედაქციის მიმართ მუქარის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის იანვარში Charlie Hebdo-ს რედაქციას რადიკალი ისლამისტები დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics