2017-11-07 16:41:13, 2229 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოს კიდევ ორი მიწის ნაკვეთი და მოძრავი ქონება გადაეცა
საპატრიარქოს პირდაპირი განკარგვის ფორმით კიდევ ორი მიწის ნაკვეთი გადაეცა.
კერძოდ, თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა თბილისში, ბეთლემის ჩიხი #9-ის მიმდებარედ არსებული 19 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, ასევე გომის ქუჩის მიმდებარედ არსებული 249 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემას.
ამასთან, საპატრიარქოს გადაეცა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (სამშენებლო მასალა).
საკრებულოს სხდომა გრძელდება. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობენ.
ავტორი: ,