23:46 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 15:44:33, 2391 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი საღამოს უკრაინის ხელისუფლების შეცვლის გეგმას წარადგენს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს საღამოს უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის გეგმას გაახმოვანებს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა კიევში უმაღლეს რადასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, ხელისუფლებას აქვს ბოლო შანსი იმისათვის, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნები შეასრულოს.

„დღეს დეპუტატებს ბოლო დღე აქვთ, როდესაც ჯერ კიდევ შეუძლიათ მოთხოვნების შესრულება. თუ შემდგომშიც აჩვენებენ, რომ თქვენი აზრი არ აინტერესებთ, მაშინ საღამოს სხვა გეგმას გამოვაცხადებთ. ეს გეგმა არ შეეხება მხოლოდ 3 კანონს და ახლა არსებულ მოთხოვნებს. ჩვენი გეგმა ფოკუსირებული იქნება მხოლოდ ერთ თემაზე: კანონიერ, მშვიდობიან, მაგრამ ხელისუფლების რეალურ შეცვლაზე ყველა დონეზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, ყოფილმა გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, საღამოს მიტინგზე მივიდნენ, რათა ძალები მოიკრიბონ და უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის ერთობლივი გეგმა დაამტკიცონ.

"ეს მოედანი (რადას მიმდებარე ტერიტორია) ყოველთვის სავსეა. თუ თქვენ გსურთ სხვა მაიდანები, თ გსურთ მილიონთა მარში, მაშინ თქვენ მიიღებთ მილიონთა მარშს. დღეს 18:30-ზე...", - დასძინა სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics