03:38 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 14:15:04, 1284 ნახვა

სამხედრო
აშშ-ში ვიზიტამდე თავდაცვის მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამერიკის ელჩს იან კელის აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის.

„საქართველოს თავდაცვის რეფორმისთვის აშშ-ის მხრიდან 100 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარი დაიხარჯება, რაც საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას მაღალ ხარისხში აიყვანს“, - თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ლევან იზორია თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს პენტაგონში შეხვდება. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. ქართული დელეგაციის წევრები, ასევე, კონგრესსა და თეთრ სახლში შეხვედრებს გამართავენ.

ამერიკის ელჩთან შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics