|
2017-11-07 12:12:31, 1710 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ლიგა დასრულდა!
4-5 ნოემბერს „ ავაზასა“ და „მარაკანას“ სტადიონებმა „მოყვარულთა ლიგა 2017“-ის დასკვნით ტურებს უმასპინძლა. ვინაიდან, უმაღლეს ლიგაში ჩემპიონის ვინაობა უკვე გარკვეული იყო (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი „სეუ“), დარჩენილ თამაშებს ფორმალური ხასიათი ჰქონდა. “ნახალოვკამ“ „ვაზისუბნანს“ სძლია (4:2) და სეზონი ამ გამარჯვებით მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. თავისი შეხვედრა მოიგო „35-ე თბილისმა“, რომელმაც სანახაობრივ და უხვგოლინიან თამაშში, მეტოქე „კვარტალი“ 8:4 დაამარცხა. ამ გამარჯვებით „35-ე თბილისმა“ ერთი საფეხურით წინ გადაინაცვლა. რაც შეეხება პირველ ლიგას, აქაც გაირკვა ჩემპიონის ვინაობა. გამარჯვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოყვარულო გუნდი გახდა. მომავალი სეზონიდან „თ.ს. სასამართლო„ უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს. მეორე გუნდი, რომელმაც უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, სამოყვარულო გუნდი „დადიანია“, რომელმაც სეზონი მეორე ადგილით დაასრულა. პირველ ლიგაში გარკვეულია იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომელიც ერთმანეთს ფლეი-ოფში შეხვდება. „გლდანი“ დაუპირისპირდება „ბასიანს“, ხოლო „პლატინუმი“ გამარჯვებულის ვინაობას „არისტორკატებთან“ გაარკვევს. „ქომაგები“, რომელმაც ცხრილის სათავეში მყოფ ორივე გუნდს მოუგო, სამწუხაროდ ფლეი-ოფის ზღვარს მიღმა დარჩა. მათ ბოლო ტურში „დადიანი“ 3 ბურთის სხვაობით (5:2) დაამარცხეს. სხვა თამაშების შედეგები კი ასეთია: „ინტექსი“ 2:2 „ბასა“, „ბასიანი“ 1:1“ არისტოკრატები“ , „ტაბახმელა“ 1:0 „ტც მილანი“, „გლდანი“ 8:1 „კახორი“, „პლატინუმი“ 3:0 „თბილისი სითი“ , „თ.ს სასამართლო“ 3:0“ ლოკომოტივი“ „დანილენდი“ 3:4 „თ.ს აკადემია“. თბილისის ლიგის ოფიციალური პარტნიორები და ფინანსური მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მერია; განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიოსპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|













epn.ge (@expressnews.ge)