2017-11-07 11:38:22, 2004 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეებს ხვალ თბილისიდან საგურამოს მიმართულებით უფასო ავტობუსები მოემსახურება
ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საგურამოში, ილიას მუზეუმსა და ეზოში ხვალ, 8 ნოემბერს სახალხო დღესასწაული აღინიშნება.
ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზემო აღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს თბილისიდან საგურამოს მიმართულებით და პირიქით, უფასო სამგზავრო ავტობუსები მოემსახურება.
ავტობუსები საგურამოს მიმართულებით დღის განმავლობაში 2-ჯერ - 13:00 საათსა და 18:30 საათზე გავა.
2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180 წელი აღინიშნება, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.
ავტორი: ,