18:54 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 12:44:58, 1787 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ახალი ბინები გადასცა

აბაშვილის N3-ში არსებულ სამხედრო ქალაქს კიდევ ერთი ახალაშენებული კორპუსი შეემატა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  ბინა დღეს, 242 მოქმედ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს გადასცა. ლევან იზორიამ საცხოვრებელი კორპუსი საზეიმო ვითარებაში ბავშვებთან ერთად გახსნა, რის შემდეგაც ახალი მობინადრეების მიერ ბინების გადანაწილება ლოტოტრონის პრინციპით განხორციელდა. თავდაცვის მინისტრმა ბინის გასაღები პირველ ახალ მობინადრეს პირადად გადასცა და საცხოვრებელი ფართი მასთან  ერთად დაათვალიერა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ვარკეთილში, აბაშვილის N3-ში მდებარე სამხედრო ქალაქში ბინა 242 ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა. მათ შორის, 26 სამხედრო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული პირია, ხოლო დანარჩენი 216  ყოფილი თუ მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთან 2007-2009 წლებში  საბინაო კონტრაქტები დაასრულეს.

კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2013 წელს დაიწყო. საცხოვრებელი ფართით უკვე 1286 პირი დაკმაყოფილდა. ამ დროისათვის თავდაცვის სამინისტროს ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება, კიდევ 714  პირთან აქვს. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics