17:34 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-05 10:48:21, 1911 ნახვა

საზოგადოება
პატარა ჩაილურში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. პატარა ჩაილურში, მთის ფერდობზე, ტყის ქვედა საფარში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ნახანძრალ ტერიტორიაზე ნიადაგის პრევენციული დამუშავების პროცესი უკვე დაასრულეს და ადგილზე სამონიტორინგო სამუშაოების ჩატარების მიზნით იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან ჩაილურის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხანძრის შესახებ ინფორმაცია სააგენტოში გუშინ შევიდა. შსს-ს მეხანძრე-მაშველთა  მოქმედების შედეგად, ტყის მასიურ საფარზე ხანძარი არ გავრცელებულა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics